ახალი ამბები

ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა სანქციებს, მაშინ რას ელოდება ზოგიერთი სხვა სახელმწიფო? — ზელენკსი

2 მარტი, 2022 • 3125
ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა სანქციებს, მაშინ რას ელოდება ზოგიერთი სხვა სახელმწიფო? — ზელენკსი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სახელმწიფოებს მოუწოდებს, არ დარჩნენ ნეიტრალურები და შეუერთდნენ ანტისაომარ კოალიციას.

„ჩვენ გავაერთიანეთ ევროკავშირი ახალ დონეზე — ოფიციალურ და სახელმწიფოთაშორისზე მაღლა. ომის 6 დღე — როგორც 30 წელი. ამიტომ ევროკავშირმა გვითხრა „კი“. ჩვენ შევუდექით გაწევრიანების სპეციალური დაჩქარებული პროცედურას“, — ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

28 თებერვალს უკრაინამ ევროკავშირს სპეციალური პროცედურით გაწევრიანებაზე განაცხადით მიმართა. 1 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირის სტრუქტურებს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდა.

„ჩვენი დიპლომატები და ჩვენი მეგობრები აერთიანებენ მსოფლიოს უკრაინის და კიდევ უფრო მეტად მსოფლიოს გამო. ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, თავად სახელმწიფოსა და კომპანიების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ — ნეიტრალურმა შვეიცარიამ! მაშინ რას ელოდება ზოგიერთი სხვა სახელმწიფო? ჩვენს ანტისაომარ კოალიციას შემოუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებზეც ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოსკოვი იმედებს ამყარებდა. ეს არაჩვეულებრივი შედეგია“, — განაცხადა ზელენსკიმ.

ამ თემაზე:

შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა

მასალების გადაბეჭდვის წესი