ახალი ამბები

შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა

28 თებერვალი, 2022 • 1444
შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა

შვეიცარია შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს, რომელიც გაერთიანებამ რუსეთს დაუწესა უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.

სანქციებში ეხება რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს. ასევე, წესდება პერსონალური სანქციები პუტინის, მიშუსტინისა და ლავროვის წინააღმდეგ. რუსული თვითმფრინავებისთვის იკეტება შვეიცარიული ცა.

  • შვეიცარიაში იყინება სანქცირებულ პირთა და კომპანიების ანგარიშები, ასევე მათ აეკრძალათ ახალი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება;
  • პერსონალური სანქციები უწესდება პრეზიდენტ პუტინს, პრემიერ-მინისტრ მიშუსტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ლავროვს;
  • იმპორტის, ექსპორტისა და ფულის დაბანდების შესახებ აკრძალვა, რომელიც აქამდე ვრცელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლზე, გავრცელდება დონეცკსა და ლუგანსკზეც;
  • ნაწილობრივ წყდება 2009 წელს მიღწეული შეთანხმება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივების შესახებ;
  • რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც კავშირში არიან პრეზიდენტ პუტინთან, ვეღარ შევლენ შვეიცარიაში;
  • რუსული თვითმფრინავებისთვის იკეტება შვეიცარიული საჰაერო სივრცე, გამონაკლისია მხოლოდ ჰუმანიტარული, სამედიცინო და დიპლომატიური ფრენები;

 

მასალების გადაბეჭდვის წესი