ახალი ამბები

ბრიტანეთი ბელარუსს სანქციებს უწესებს

2 მარტი, 2022 • 1155
ბრიტანეთი ბელარუსს სანქციებს უწესებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრაში ხელშეწყობის გამო დიდი ბრიტანეთი ბელარუსს სანქციებს უწესებს.

როგორც BBC ქვეყნის საგარეო მდივანზე დაყრდნობით წერს, სანქციები შეეხება როგორც პერსონებს, ასევე ორგანიზაციებს იმ როლის გამო, რომელიც ქვეყანამ რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომში შეასრულა:

„ლუკაშენკოს რეჟიმი აქტიურად ეხმარება რუსეთს, რომელიც უკრაინაში უკანონოდ შეიჭრა და პუტინის მხარდაჭერისთვის ეკონომიკურ შედეგებს მოიმკის“,- ამბობს ლიზ ტრასი.

დღეს, 1 მარტს მეექვსე დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

მასალების გადაბეჭდვის წესი