ახალი ამბები

რა უქმდება საქართველოში 1 მარტიდან

1 მარტი, 2022 • 12612
რა უქმდება საქართველოში 1 მარტიდან

1 მარტიდან საქართველოში რიგი ცვლილებები შევიდა ძალაში. მათი ნაწილი კოვიდ რეგულაციებს, ნაწილი ინსტიტუციებს, ნაწილი კი აზარტული თამაშების რეგულირებას შეეხება.

კოვიდ რეგულაციები

  • პირველი მარტიდან საქართველოს საზღვარზე ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე შეძლებს PCR ტესტის ან ვაქცინაციის საფუძველზე შემოსვლას, რომელი ქვეყნებისთვისაც ამ დრომდე შეზღუდვები იყო დაწესებული;
  • საქართველოს მოქალაქეები კი, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას არც ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს წარადგენენ და არც PCR ტესტის პასუხი ექნებათ, 8-ის ნაცვლად 5-დღიან იზოლაციას გაივლიან. ამასთან, PCR ტესტის საფუძველზე შემოსული მოქალაქეები გათავისუფლდებიან მესამე დღეს ტესტის ხელახლა ჩატარების ვალდებულებისგან;
  • გაუქმდა ე.წ. კოვიდ-სასტუმროები;
  • იცვლება კვების ობიექტებში, დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან ნებადართული პირების რაოდენობა. დახურულ სივრცეში 6 ადამიანის ნაცვლად 10-ს შეეძლება დასხდომა, ღია სივრცეში კი – 10-ის ნაცვლად 15-ს;
  • მოიხსნა  შეზღუდვა კვების ობიექტებში სტუმრების რაოდენობაზე;
    ნებარდართულია ქორწილების, ქელეხების და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა.

ინსტიტუციური ცვლილებები

  • 1 მარტიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნას ითვალისწინებს.

აზარტული თამაშები

  • სრულად იკრძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება);
  • სრულად იკრძალება 25 წლამდე პირებისთვის თამაში. ასევე, აზარტულ თამაშებში ჩართვა ეკრძალებათ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირებს, მათ შორის, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო მოსამსახურეს, საჯარო მოსამსახურეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, პოლიტიკური თანამდებობის პირს), „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირებს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს; სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს აეკრძალებათ აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება;
  • ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი იცვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი