ახალი ამბები

ეჭვი მაქვს, საიდან მოდის – ზალკალიანი შმიგალის განცხადებაზე

28 თებერვალი, 2022 • 2093
ეჭვი მაქვს, საიდან მოდის – ზალკალიანი შმიგალის განცხადებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მას ეჭვები აქვს უკრაინის პრემიერის, დენის შმიგალის განცხადებასთან დაკავშირებით.

საუბარია შმიგალის ტვიტზე, რომლითაც მან ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, მოხალისეებს თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მისცეს.

რუსთავი 2-თან ინტერვიუში ზალკალიანი ამბობს, ღარიბაშვილსა და შმიგალს შორის ჩამოყალიბდა ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა, ხოლო შმიგალის საქართველოში ვიზიტის შემდეგ – „ნამდვილი ძმური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა,“.

„მე ეჭვი მაქვს, ამ ტვიტის შექმნაში თვითონ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რადგანაც ის ტექსტი, რომელიც ქართულად არის დაწერილი, მე ჩემს ეჭვებს მიჩენს და მაქვს მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს. თუმცა ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ყველა ამ რაღაც ემოციური ფონზე შეიძლება გაკეთებულიყო ასეთი პოსტი“, – ამბობს ზალკალიანი და ამატებს, რომ საქართველოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ ურყევია.

„ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა წერდა, რომ გააუქმეს რეისი, რომლითაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა ჩასულიყვნენ. ამ რეისით უნდა გაფრენილიყო ვაჟა გაფრინდაშვილიც.

სწორედ ამას გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრიც. ვრცლად:

უკრაინის პრემიერი ღარიბაშვილს მოუწოდებს, მოხალისეებს თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მისცეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი