ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში პუტინის მხარდასაჭერი მიტინგი გაიმართება

28 თებერვალი, 2022 • 2633
ცხინვალში პუტინის მხარდასაჭერი მიტინგი გაიმართება

ცხინვალში, ანატოლი ბიბილოვის პარტიის, „ერთიანი ოსეთის“ ორგანიზებით, ვლადიმერ პუტინის „პოლიტიკის მხარდასაჭერი მიტინგი“ გაიმართება.

„ერთიანი ოსეთი მოქალაქეებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებთ მიტინგზე მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ვლადიმერ პუტინის ყველა გადაწყვეტილებას უკრაინასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს სანქციები, მათ შორის, გაყინეს რუსეთის ეროვნული ბანკის დასავლური რეზერვები და გათიშეს მსხვილი რუსული ბანკები SWIFT-დან. ევროკავშირმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი