ბერლინის ცენტრში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. გერმანიის პოლიციის თანახმად, დემონსტრანტებმა მთლიანად შეავსეს ადგილი, რომელიც აქციისთვის იყო განსაზღვრული, რის შემდეგაც დამატებითი სივრცეების გამოთავისუფლება გახდა საჭირო.
პოლიციის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა, ჯამში, 100 000-მა მოქალაქემ გააპროტესტა, აქციის ორგანიზატორები კი ნახევარ მილიონ დემონსტრანტზე საუბრობენ.
მშვიდობიან დემონსტრაციას, სახელწოდებით “შეწყდეს ომი, მშვიდობა უკრაინასა და მთელ ევროპას” მრავალი ოჯახიც შეუერთდა ბავშვებთან ერთად.
ფოტოების მიხედვით, აქციის ზოგიერთ მონაწილეს ხელში ეჭირა პლაკატები წარწერებით “მშვიდობა უკრაინას”, “პუტინი ციხეში” და “შეაჩერეთ პუტინი, გადაარჩინეთ უკრაინა”.
უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბერლინში. 27.02.22 ფოტო: EPA
“მშვიდობა უკრაინისთვის” — წარწერა პლაკატზე. უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბერლინში. 27.02.22 ფოტო: EPA
უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბერლინში. 27.02.22 ფოტო: EPA
უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბერლინში. 27.02.22 ფოტო: EPA
უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბერლინში. 27.02.22 ფოტო: EPA
“შეაჩერეთ პუტინი, გადაარჩინეთ უკრაინა!” — წარწერა პლაკატზე. უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბერლინში. 27.02.22 ფოტო: EPA
უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბერლინში. 27.02.22 ფოტო: EPA
“პუტინი ციხეში” — წარწერა პლაკატზე. უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბერლინში. 27.02.22 ფოტო: EPA
მე-4 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. უკრაინისადმი სოლიდარობის აქციები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც იმართება.
უკრაინის შესახებ სიახლეები ლაივ რეჟიმში წაიკითხეთ აქ:
ბრძოლა კიევისთვის – მე-4 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]