ახალი ამბები

რუსეთის პროკურატურა იმუქრება – დააკავებენ თუ არა ლია ახეჯაკოვას

27 თებერვალი, 2022 •
რუსეთის პროკურატურა იმუქრება – დააკავებენ თუ არა ლია ახეჯაკოვას

რუსეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევა, შესაძლოა, შეიცავდეს სახელმწიფო ღალატის ნიშნებს და შესაბამისად, ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით.

პროკურატურა დასძენს, რომ ყველა ფაქტს შეისწავლის.

უწყება ამბობს, რომ უცხო ქვეყნის დახმარება, იქნება ეს ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა სახის, იმ ქმედებაში, რომელიც „რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგაა“ მომართული, შეიცავს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის ნიშნებს, რაც სახელმწიფო ღალატს გულისხმობს.

ამ მუხლის მაქსიმალური სასჯელი 20 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

გუშინ ცნობილმა რუსმა მსახიობმა ლია ახეჯაკოვამ პუტინის გააკრიტიკა და პროტესტის ნიშნად, უკრაინის ჯარს 10 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხა.


მე-4 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინული მხარის უახლესი ცნობის თანახმად, ომის პირველი სამი დღის განმავლობაში გაანადგურეს მოწინააღმდეგის 27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 146 ტანკი და 706 საბრძოლო მანქანა.

უკრაინის შესახებ სიახლეები ლაივ რეჟიმში წაიკითხეთ აქ:

ბრძოლა კიევისთვის – მე-4 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი