ახალი ამბები

განადგურებულია მტრის 27 თვითმფრინავი და 146 ტანკი – უკრაინა

27 თებერვალი, 2022 • 2037
განადგურებულია მტრის 27 თვითმფრინავი და 146 ტანკი – უკრაინა

უკრაინული მხარის უახლესი ცნობის თანახმად, ომის პირველი სამი დღის განმავლობაში გაანადგურეს მოწინააღმდეგის 27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 146 ტანკი და 706 საბრძოლო მანქანა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განადგურებულია მოწინააღმდეგის დაახლოებით 4 300 ჯარისკაციც, თუმცა, უწყების თანახმად, ეს რიცხვი დასაზუსტებელია.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა და უკვე მეოთხე დღეა მის დაკავებას ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი