კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსული დელეგაცია უკვე ჩავიდა ბელარუსში. პესკოვის სიტყვებს რუსული სამთავრობო RIA ავრცელებს.
„რუსეთი უკვე მზადაა მოსალაპარაკებლად, ქალაქ გომელში. ახლა მოსკოვი ელოდება უკრაინელებს,“ – უთხრა პესკოვმა RIA-ს. ამავე გამოცემის თანახმად, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პროცესის გამართვისთვის ყველაფერი მზადაა.
განახლება: ცოტა ხნის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსს სიტყვით მიმართა. ამ სიტყვაში მან ასევე ისაუბრა რუსეთის განცხადებაზე ბელარუსში მოლაპარაკების გამართვის შესახებ. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საუბროდ მინსკში უკრაინა არ ჩავა.
„ჩვენ რა თქმა უნდა, გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა შეხვედრები, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო – ყველა ეს ქალაქი ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს. და ისეც, ნებისმიერი ქალაქი გვაწყობს, ნებისმიერი ტერიტორია, საიდანაც რაკეტები არ დაფრინავენ. მხოლოდ ასე შეიძლება სამართლიანი მოლაპარაკებების წარმოება. და მხოლოდ ასე შეიძლება ომის დასრულება,“.
ზელენსკი მიმართვაში დასძენს, რომ ბელარუსი და კერძოდ მინსკი მოსალაპრაკებლად არა თავად ამ ქვეყანამ, არამედ რუსეთმა აირჩია – „ეს თქვენი არჩევანი არ იყო“.
„რომ არ ყოფილიყო თქვენი ტერიტორიის მხრიდან აგრესიული ქმედებები, ჩვენ შეიძლება გველაპარაკა კიდეც მინსტს. თქვენს ქალაში. როდესაც თქვენ ნეიტრალურები იყავით, ჩვენ ხშირად შევხვედრივართ აქ,“ – აცხადებს ზელენსკი.
ის ამატებს, რომ ბელარუსმა ჯერ არ გააკეთა მტავარი არჩევანი – „ის ჯერ კიდევ წინ არის და მხოლოდ თქვენზე უნდა იყოს დამოკიდებული. არც რუსეთზე და არც უკრაინეს, არც ამერიკაზე – არამედ ბელარუსის ხალხზე“.
ზელენსკი ბელარუსში მოლაპარაკებებზე უარს ამბობს – მიმართვა ბელარუსებს
მე-4 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ომის მესამე დღეს ბრძოლები მიმდინარეობდა იქ, სადაც ისინი დაიწყო და უკრაინის შეიარაღებული ძალების მტრის შეჩერებას ახერხებენ და მათ წინსვლის საშუალებას არ აძლევენ.
უკრაინის შესახებ სიახლეები ლაივ რეჟიმში წაიკითხეთ აქ:
ბრძოლა კიევისთვის – მე-4 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]