საზოგადოება

ზელენსკი ბელარუსში მოლაპარაკებებზე უარს ამბობს – მიმართვა ბელარუსებს

27 თებერვალი, 2022 • 4077
ზელენსკი ბელარუსში მოლაპარაკებებზე უარს ამბობს – მიმართვა ბელარუსებს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს 27 თებერვალს ბელარუს ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს იმ ქვეყანაში, საიდანაც უკარაინას რაკეტებს უშენენ, არ გამართავს.

“შეხვედრების მოედანი შეიძლება იყოს სხვა ქალაქები. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო – ეს ყველაფერი შევთავაზეთ რუსულ მხარეს. ნებისმიერი ქვეყნის ქალაქი იქნებოდა მისაღები, რომლის ტერიტორიიდან ჩვენი მიმართულებით რაკეტები არ მოფრინავს. მხოლოდ მაშინ იქნება ეს მოლაპარაკებები სამართლიანი, რომელიც ნამდვილად დაასრულებს ომს”, – მიმართა ზელენსკიმ ბელარუსებს.

ამასთან, ზელენსკიმ ბელარუსში დღეს დაწყებულ რეფერენდუმზეც ისაუბრა:

27 თებერვალს ბელარუსში რეფერენდუმი იმართება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რითაც პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის უფლება ერთმევა. ლუკაშენკო 27 წელზე მეტია, პრეზიდენტია.

“ეს არის დე ფაქტო რეფერენდუმი თქვენთვის, თქვენ წყვეტთ ვინ ხართ და ვინ იქნებით, როგორ შეხედავთ თვალებში თქვენს შვილებს, ერთმანეთს, მეზობლებს –  უკრაინელებს. იყავით ბელარუსი და არა რუსეთი. 

წინა ღამე უკრაინაში იყო  სასტიკი. საცხოვრებელ კვარტლებს, სამოქალაქო ინფრასტურუქტურას ბომბებს უშენენ, აღარ დარჩა ობიექტი, რომელსაც ოკუპანტები არ თვლიან საკუთარ სამიზნედ. ისინი ყველას წინააღმდეგ იბრძვიან, ყველა ცოცხალი არსების წინაააღმდეგ, საბავშო ბაღების, სასწრაფო დახმარების მანქანების წინააღმდეგაც კი. იყენებენ რეაქტიულ არტილერიას იმ ქალაქების რაიონებში, სადაც  არასოდეს ყოფილა სამხედრო ინფრასტრუქტურა.

თქვენი ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაცია რაკეტებს უშვებს უკრაინის მიმართულებით. კლავენ ჩვენს ბაშვებს , ანგრევენ ჩვენს სახლებს, ცდილობენ ააფეთქონ ყველაფერი, რაც ათწლეულების წინ არის აშენებული.

4 დღის წინ ბელარუსის ტერიტორიიდან წამოვიდა სამხედრო შეტევა, კიევს 4 საათზე თავს დაესხნენ მაშინ, როდესაც თქვენ გეძინათ ჩემო ბელარუსებო. ჩვენ მაშინ გაგვეღვიძა და თქვენ ახლაც გძინავთ. ჩვენ იმ დროიდან აღარ ვიძინებთ, იმიტომ რომ ვბრძოლობთ ჩვენი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის, რადგან ამის სრული უფლება გავქვს. 

გააკეთეთ სწორი არჩევანი, ეს არის მთავარი არჩევანი თქვენი დიდებული ერის”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი