ახალი ამბები

ჩამოვაგდეთ IL-76, რომელსაც მტერი გადაჰყავდა — უკრაინის შეიარაღებული ძალები

26 თებერვალი, 2022 • 2498
ჩამოვაგდეთ IL-76, რომელსაც მტერი გადაჰყავდა — უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს IL-76, რომელსაც რუსული დესანტი გადაჰყავდა.

შტაბის ცნობით, ეს კიევის ოლქში,  ქალაქ ვასილკოვთან მოხდა.

“ეს არის შურისძიება 2014 წლის ლუგანსკისთვის”, — წერია მოკლე განცხადებაში. გენშტაბი გულისხმობს 8 წლის წინ ლუგანსკში მოქმედი პრორუსი შეიარაღებულების მიერ IL-76-ის ჩამოგდებას, რასაც 49 უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.

მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი