ახალი ამბები

ეს ღამე ძალიან რთული იქნება, უნდა გავუძლოთ — ზელენსკი

26 თებერვალი, 2022 • 1050
ეს ღამე ძალიან რთული იქნება, უნდა გავუძლოთ — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა. მან 25 თებერვლის ღამით მოსალოდნელ სიძნელეებზე ისაუბრა და დასძინა, რომ ქვეყნის მრავალი ქალაქია დარტყმის ქვეშ.

“ეს ღამე იქნება იმაზე რთული, ვიდრე დღე იყო. ჩვენი სახელმწიფოს ბევრი ქალაქია შეტევის ქვეშ: ჩერნიგოვი, სუმი, ხარკოვი, ჩვენი ბიჭები და გოგოები დონბასში, ქალაქები სამხრეთში… განსაკუთრებული ყურადღება კიევზეა… ჩვენ ვერ დავკარგავთ დედაქალაქს”.

ამ ღამით მტერი მთელ ძალას გამოიყენებს ჩვენი წინააღმდეგობის გასატეხად: საზიზღარს, სასტიკსა და არაადამიანურს. ამ ღამით ისინი შტურმზე წამოვლენ.

ჩვენ, ყველას უნდა გვესმოდეს, რა გველის. უნდა გავუძლოთ. უკრაინის ბედი სწორედ ახლა წყდება”.

მისივე სიტყვებით, “ღამე იქნება რთული, ძალიან რთული. მაგრამ იქნება დილა”.

მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი