ახალი ამბები

Rugby Europe რუსეთის შეჭრას გმობს და რუსეთში აქტივობებს აჩერებს

25 თებერვალი, 2022 • 1329
Rugby Europe რუსეთის შეჭრას გმობს და რუსეთში აქტივობებს აჩერებს

ევროპის რაგბის ფედერაცია (Rugby Europe) გმობს რუსეთის სამხედროების შეჭრას უკრაინაში და რუსეთში აქტივობებს აჩერებს.

ფედერაცია 25 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გაერთიანება იზიარებს საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას ევროპაში უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის გამო და „გმობს რუსეთის მიმდინარე შეჭრას უკრაინაში“.

Rugby Europe ასევე შეშფოთებას გამოხატავს უკრაინაში სარაგბო საზოგადოების უსაფრთხოების გამო და აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება ვითარებას.

ორგანიზაციამ გადაწყვიტა, „დაუყოვნებლივ შეაჩეროს რაგბის ევროპის ჩემპიონატის ღონისძიებები, ტურნირები და მატჩები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“ განუსაზღვრელი ვადით,  მანამ, სანამ ორგანიზაცია სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ამასთან, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის ფონზე, საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს თბილისში ჩანიშნული მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.


მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი