ახალი ამბები

პოლონეთი და ჩეხეთი რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცეს უკეტავენ

25 თებერვალი, 2022 • 1062
პოლონეთი და ჩეხეთი რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცეს უკეტავენ

პოლონეთი და ჩეხეთი რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას გეგმავენ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტი ამზადებს რეზოლუციას, რომლის მიზანიც იქნება პოლონეთის მიერ რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა.

ეს პოლონეთის მიერ მიღებული ერთ-ერთი საპასუხო ზომაა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის  გამო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებს მიღებას გეგმავს ჩეხეთის მთავრობა.

ჩეხი ჟურნალისტი, ფილიპ ჰორკი ტვიტერზე მთავრობის ბრიფინგის შემდეგ წერს, რომ მთავრობა გეგმავს:

  • გაგზავნოს საწვავის, სისხლისა და სისხლის პლაზმის მარაგები;
  • გადადგას ნაბიჯები რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად;
  • განიხილავს საჰაერო სივრცის ჩაკეტვას ზოგიერთი რუსული კომპანიისთვის;
  • ოფიციალურად შეწყვიტოს ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის, გარდა „ჰუმანიტარული შემთხვევებისა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი