ახალი ამბები

უკრაინა მზადაა რუსეთთან ნეიტრალურ სტატუსზე საუბრისთვის – როიტერი, РБК

25 თებერვალი, 2022 • 2483
უკრაინა მზადაა რუსეთთან ნეიტრალურ სტატუსზე საუბრისთვის – როიტერი, РБК

უკრაინა მზადაა ქვეყნის ნეიტრალურ სტატუზე რუსეთთან მოლარაკებების დასაწყებად, თუმცა სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა, РБК ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე დაყრდნობით.

“უკრაინა ყოველთვის ტოვებდა და დატოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვის. მით უმეტეს, ახლა, როდესაც რუსეთი სრულმასშტაბიანად შემოიჭრა. ეს ომი უნდა შეჩერდეს. ეს საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის განცხადება მოგვიანებით გაავრცელა Reuter-მაც.

“დიალოგისთვის ჩვენი მზადყოფნა განპირობებულია მშვიდობისკენ სწრაფვის ძლიერი სურვილით”, – განაცხადა პოდოლიაკმა. ის როიტერთან ამბობს, რომ ქვეყანა მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის მათ შორის ნეიტრალიტეტის საკითხზე.

ნეიტრალიტეტზე საუბრის დაწყებაზე გვიან ღამით კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მისი თქმით, უკრაინას არ ეშინია რუსეთთან სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიებზე და ნეიტრალურ სტატუსზე საუბრის:

“მაგრამ რა უსაფრთხოების გარანტია გვექნება? რომელი ქვეყნები მოგვცემენ მათ?” — თქვა პრეზიდენტმა.

მარტო დავრჩით ჩვენი სახელმწიფოს დაცვისას — ზელენსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი