ახალი ამბები

რუსეთმა ბრიტანულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა

25 თებერვალი, 2022 • 805
რუსეთმა ბრიტანულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა

რუსეთმა ბრიტანულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბრიტანეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების ახალი ტალღა, რომელიც მოიცავდა რუსული ავიაკომპაინა „აეროფლოტისთვის“ საჰაერო სივრცის ჩაკეტვასაც.

ავიაკომპანია British Airways მომხმარებლებს აფრთხილებს ფრენების განრიგში ცვლილებების გამო და ბილეთის საფასურის სრულ ანაზღუარებას ჰპირდება. როგორც გამოცემა წერს, ავიაკომპანია მოსკოვში კვირაში სამი ფრენას ახორციელებდა.

რუსეთის სამოქალაქო ავიაციის მაღალჩინოსნის განცხადებით, აღნიშნული ზომა შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო საჰაერო სერვისების შეთანხმების გადახედვასთან რუსეთსა და ბრიტანეთს შორის, როგორც პასუხი  ბრიტანელების მხრიდან “არამეგობრულ” ნაბიჯზე.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტს გუშინ, 24 თებერვალს ახალი სანქციების ნუსხა წარუდგინა, რომელიც რუსეთს დაეკისრება.

რუსეთი უკრაინას 24 თებერვალს დაესხა თავს. ამჟამად რუსეთი უკრაინას ბელარუსისა და საკუთარი საზღვრებიდან უტევს. ასევე დაიბომბა უკრაინის ძირითადი ქალაქებიც, მათ შორის, კიევი, ხარკოვი, ოდესა, მარიუპოლი და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი