ახალი ამბები

უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ რუსი პილოტი აიყვანეს – კიევი

25 თებერვალი, 2022 • 15776
უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ რუსი პილოტი აიყვანეს – კიევი

უკრაინელმა სამხედროებმა რუსული Су-27-ს პილოტი ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ გამოცემა უკრინფორმის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არეტოვიჩმა განაცხადა.

“დილით რამდენიმე საჰაერო დარტყმა იყო კიევზე. ჩვენმა საჰაერო სამხედრო ძალებმა მინიმუმ ორი ფრთიანი რაკეტა და ერთი Су-27-ს-ს ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. პილოტი ტყვედ არის აყვანილი. ამჟამად მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

არესტოვიჩის განმარტებითვე, მტერმა დარტყმა ქალაქის სხვადასხვა ობიექტს მიაყენა და ამჟამად მიმდინარეობს დაზუსტება.

“ის, რომ რაკეტების რაოდენობა მცირდება, აჩვენებს იმას, რომ მოწინააღმდეგეს ისინი უბრალოდ არ ჰყოფნის”.

ასევე უკრაინული მედია ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც ჩანს რუსული სახმელეთო კოლონის ოთხი ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო პირი. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები კოლონას მიჰყვებოდნენ და გზაში დაიკარგნენ.

მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

ვრცლად:

რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი