ახალი ამბები

ვიტალი კლიჩკო: ვაპირებ ჩემს ძმასთან ერთად ბრძოლას

25 თებერვალი, 2022 • 1815
ვიტალი კლიჩკო: ვაპირებ ჩემს ძმასთან ერთად ბრძოლას

ყოფილი მოკრივეები, ძმები, ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოები ამბობენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვებიან თანამოქალაქეებთან ერთად.

ვიტალი კლიჩკომ რამდენიმე კვირის წინ ჩაეწერა უკრაინის არმიის რეზერვში და თქვა, რომ სამშობლოს სიყვარულმა აიძულა, ასე მოქცეულიყო.

50 წლის ვიტალი კლიჩკო, რომელიც 2014 წლის შემდეგ კიევის მერია, ამბობს: „სხვა არჩევანი არ მაქვს, ეს უნდა გავაკეთო. ვიბრძოლებ“.

მისი თქმით, კიევი საფრთხეშია და ახლა მისი მთავარი პრიორიტეტია, რომ პოლიციასთან და სამხედრო ძალებთან ერთად იმუშაოს, რათა დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურა – უზრუნველყოს ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის უწყვეტი მომარაგება მოსახლეობისათვის.

ვიტალი კლიჩკოს თქმით, სამოქალაქო პირები მზად არიან, ჯარისკაცების გვერდით იომონ ქვეყნის დასაცავად.


რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო, რასაც, უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, 137-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

25 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის ფედერაციამ კიევის დაბომბვა დაიწყო.

რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი