უკრაინის მთავრობის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, კიევში რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდნისას შეეჯახა 9- სართულიან საცხოვრებელ კორპუსს.
მისი განცხადებით, სავარაუდოდ, დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
გერაშენკო უცხოელ ჟურნალისტებსაც ესაუბრა, სადაც განაცხადა, რომ კიევი ბალისტიკური რაკეტებით იბომბება.