ახალი ამბები

უკრაინაში სრული სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა

25 თებერვალი, 2022 • 1314
უკრაინაში სრული სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. განკარგულება მომდევნო 90 დღის მანძილზე იმოქმედებს.

ზელენსკის თანახმად, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს უკრაინაში 137 ადამიანი დაიღუპა, 316 კი დაშავდა. მათ შორის არიან როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები.

24 თებერვლის ღამით უკრაინაში რუსეთის დანაკარგებიც შეაჯამეს. კიევის ცნობით, მოწინააღმდეგემ 160 ჯავშანტექნიკა, 5 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი დაკარგა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი