ახალი ამბები

უკრაინაში ომის პირველ დღეს 137 ადამიანი დაიღუპა — ზელენსკი

25 თებერვალი, 2022 • 1310
უკრაინაში ომის პირველ დღეს 137 ადამიანი დაიღუპა — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემდეგ 137 უკრაინელი დაიღუპა. მათ შორის არიან როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები.

პრეზიდენტის ცნობით, დაჭრილია 316 ადამიანი.

პარალელურად, ცნობილი გახდა ზელენსკის გადაწყვეტილება უკრაინაში საყოველთაო მობილიზაციის შესახებ. ბრძანების თანახმად, რომელიც 90 დღე იქნება ძალაში, ყველა რეზერვისტსა და წვევამდელს გამოიძახებენ.

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, რუსეთს სურს, “გაანადგუროს უკრაინა მისი მეთაურის განადგურებით”. მიუხედავად ამისა, ზელენსკის თქმით, სამთავრობო კვარტალში სხვებთან ერთად რჩება.

24 თებერვლის ღამით უკრაინაში რუსეთის დანაკარგებიც შეაჯამეს. კიევის ცნობით, მოწინააღმდეგემ 160 ჯავშანტექნიკა, 5 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი დაკარგა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი