ახალი ამბები

ზელენსკის 7 მოთხოვნა ევროკავშირს

25 თებერვალი, 2022 • 36822
ზელენსკის 7 მოთხოვნა ევროკავშირს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს, დაეხმარონ უკრაინას და შეაჩერონ აგრესორი.

„ევროპის ბედი უკრაინაში წყდება: თუ პუტინი ახლა არ მიიღებს ღირსეულ პასუხს, ის უფრო შორს წავა. აგრესორის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, ჩამოერთვას მას აგრესიის გასაგრძელებლად საშუალება:

  • გამორთეთ SWIFT-დან;
  • დააწესეთ ემბარგო ნავთობითა და გაზით ვაჭრობაზე;
  • დაეხმარეთ უკრაინის არმიას იარაღით და საბრძოლო მასალით;
  • მხარი დაუჭირეთ გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციებს.

ჩვენი ხალხი იღუპება უკრაინის და ევროპის თავისუფლებისთვის. დიდი ხანი ვიცადეთ ღია კართან. ვითხოვდით ნატო-ში გაწევრიანებას — პასუხები ვერ მოვისმინეთ. ახლა ჩვენ გვჭირდება:

  • საერთაშორისო სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტიები;
  • მკაფიო ევროპული პერსპექტივა;
  • სწრაფი და კონკრეტული ქმედებები“, — აცხადებს ზელენსკი.

24 თებერვლის დილით რუსეთმა  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

„ნეტგაზეთი“ განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი