ახალი ამბები

უკრაინამ გოსტომელის აეროპორტზე კონტროლი დაიბრუნა

25 თებერვალი, 2022 • 2905
უკრაინამ გოსტომელის აეროპორტზე კონტროლი დაიბრუნა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველ ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, უკრაინამ გოსტომელის აეროპორტზე კონტროლი დაიბრუნა.

„გოსტომელი — პირველი დიდი გამარჯვება! ერთი საათის წინ, ჩვენი მედესანტეები ვერტმფრენებიდან დაეშვნენ გოსტომელის აეროდრომზე და გაათავისუფლეს მტრისგან. გადარჩენილი რუსი მედესანტეები გარბოდნენ მიმდებარე ტყეებში და მინდვრებში! ცოტა მოგვიანებით იქნება ოფიციალური ინფორმაცია“, — წერს გერაშენკო.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, პარლამენტმა დაადასტურა ინფორმაცია გოსტომელის აეროპორტის დაბრუნების შესახებ, თუმცა თქვა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გაქცეული მტრის დევნის ოპერაცია.

გოსტომელის (ანტონოვის) აეროპორტი კიევის სიახლოვეს, ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ეს არის ყველაზე ახლოს, რა მანძილზეც რუსული ჯარი კიევს მიუახლოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი