ახალი ამბები

UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთში აღარ გამართავს – AP

24 თებერვალი, 2022 • 775
UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთში აღარ გამართავს – AP

UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთში აღარ გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე წყაროს ინფორმაციით, ხვალ, 25 თებერვალს, გეოპოლიტიკური კრიზისის განსახილველად UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც ოფიციალური პირები დაადასტურებენ, რომ 28 მაისს სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგის ფინალი აღარ გაიმართება.

ბრიტანეთის მთავრობა და გულშემატკივართა ჯგუფები UEFA-ს სთხოვდნენ, აღარ გაემართათ ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგში, რომლის სტადიონიც რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტის, „გაზპრომის“ მიერ არის დაფინანსებული.

UEFA-ს 40-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მოუწოდა, რუსეთის ფედერაციისთვის არ მიეცათ შესაძლებლობა, პოპულარული სპორტული ღონისძიებებისთვის ემასპინძლა.


დღეს დილით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. არის მსხვერპლიც.
რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი