უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის (თბილისის დროით 14:30) დადასტურებულია 40-მდე უკრაინელი სამხედრო და 10-მდე სამოქალაქო პირის დაღუპვა. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.
ამ ცნობებს ამერიკული მედიასაშუალება CNN ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველზე, ოლექსი არესტოვიჩზე დაყრდნობით.
24 თებერვლის დილით რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.
პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.
ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.