მოსკოვში, პუშკინის მოედანზე დააკავეს ერთკაციანი აქციის მონაწილე, რომელიც ალექსეი ნავალნის თავისუფლებასა და უკრაინაში რუსეთის ომის შეწყვეტას ითხოვდა. ინფორმაციასა და ვიდეოს „ეხო მასკვი“ ავრცელებს.
ვიდეოში ისმის, რომ საპატრულო მილიცია კაცს ფოტოს უღებს, საპასუხოდ კი ახალგაზრდა, რომელმაც კორესპონდენტს უთხრა, რომ ბორისი ჰქვია – ეუბნება მილიციელებს, რომ ამისი კანონიერი უფლება არ აქვთ.
„გამოვედი იმიტომ, ყველას ფეხებზე ჰკიდია. ყველა ჩუმად არის, ამის შესახებ არავინ არაფერს ამბობს, ჩუმ-ჩუმად კი განიხილავენ, მაგრამ ასე ღიად არ გამოდიან. მე მრცხვენია ამის გამო. თავისუფლება ნავალნისა და არა ომს!“, – ამბობს ბორისი.
საბოლოოდ, კაცი პოლიციელებმა განყოფილებაში გადაიყვანეს.
დღეს დილით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. არის მსხვერპლიც.