ახალი ამბები

გაეროს გენმდივანი პუტინს: გაიყვანე ჯარები, მიეცი მშვიდობას შანსი

24 თებერვალი, 2022 •
გაეროს გენმდივანი პუტინს: გაიყვანე ჯარები, მიეცი მშვიდობას შანსი

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს და მოუწოდებს, რომ უკრაინიდან ძალები გაიყვანოს.

„ეს არის ყველაზე სევდიანი მომენტი იმ 10 წლის განმავლობაში, რაც გენერალური მდივანი ვარ. პრეზიდენტ პუტინო, კაცობრიობის სახელით, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში, არ დაუშვა ევროპაში იმის დაწყება, რაც შეიძლება გახდეს ყველაზე საშინელი ომი საუკუნის დაწყების შემდეგ“, – მიმართა გუტიერეშმა პუტინს.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს, გამთენიისას დაესხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი