ახალი ამბები

უკრაინა თურქეთს სთხოვს, რუსული გემები არ გაატაროს – ელჩი

24 თებერვალი, 2022 • 2499
უკრაინა თურქეთს სთხოვს, რუსული გემები არ გაატაროს – ელჩი

თურქეთში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ უკრაინის მთავრობამ თურქეთის ხელისუფლებას სთხოვა, რუსულ ხომალდებს დაუხუროს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები.

1936 წლის მონტროს კონვენცია არეგულირებს შავ ზღვაში ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით სამხედრო ხომალდების შესვლას.

კონვენციის თანახმად, სრუტეებში ხომალდების გადაადგილების კონტროლის ბერკეტი აქვს თურქეთს, – რომელიც ნატოს წევრია.


24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი