ახალი ამბები

რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ორი სოფელი დაიკავეს — უკრაინის შსს

24 თებერვალი, 2022 • 1084
რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ორი სოფელი დაიკავეს — უკრაინის შსს

რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმად, საუბარია სოფლებზე — გოროდიშჩესა და მელოვოეზე.

დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

მოსკოვის მიერ ომის დაწყებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

გარეკანის ფოტო: არქივიდან

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — 24 თებერვლის ქრონოლოგია

მასალების გადაბეჭდვის წესი