ახალი ამბები

1$ = 3.10 ლარი – „ბლუმბერგზე“ ლარი დოლართან უფასურდება

24 თებერვალი, 2022 • 924
1$ = 3.10 ლარი – „ბლუმბერგზე“ ლარი დოლართან უფასურდება

„ბლუმბერგის“ 24 თებერვლის მონაცემებით, ლარი დოლართან  გაუფასურდა.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ ლარში 3.13%-ით მოიმატა და 3.0992 ლარი შეადგინა.

წყარო: ბლუმბერგი

2022 წლის იანვრიდან ლარი დოლართან მიმართებით გამყარების ტენდენციას ინარჩუნებდა, – 9 თებერვალს ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო 2.92 ლარი, თუმცა 10 თებერვლიდან გაუფასურება დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 24 თებერვლისთვის განსაზღვრული კურსით, ერთი აშშ დოლარი 3.0162 ლარი ღირს.

„ბლუმბერგისა“ და ეროვნული ბანკის მონაცემებს შორის სხვაობა დაახლოებით 9 თეთრია.

ეროვნული ბანკი დღეს, 17:00 საათზე განაახლებს გაცვლით კურსს.


24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი