ახალი ამბები

$40 მლნ შესყიდვის მიუხედავად, ლარი კვლავ გამყარდა – 0.14 თეთრით

10 აგვისტო, 2022 •
$40 მლნ შესყიდვის მიუხედავად, ლარი კვლავ გამყარდა – 0.14 თეთრით

ეროვნული ბანკის მიერ 40 მილიონი აშშ დოლარის ყიდვის მიუხედავად, ლარმა გამყარების დინამიკა შეინარჩუნა.

11 აგვისტოსთვის მოქმედი გაცვლითი კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.71 ლარიდან 2.7086 ლარამდე შემცირდა.

ცვლილება მინიმალურია – თეთრის მეშვიდედი (0.14 თეთრი).


2022 წლის ივნისიდან ლარი დოლართან  სტაბილურად მყარდება. თუკი პირველ ივნისს 1 აშშ დოლარი 3.02 ლარი ღირდა, 10 აგვისტოს მოქმედი გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.71 ლარი ღირს.

ეროვნულma ბანკმა 10 აგვისტოს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობითვე, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7096 შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი