ახალი ამბები

ლიეტუვა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

24 თებერვალი, 2022 • 1186
ლიეტუვა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ლიეტუვა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.

„დღეს მე მოვაწერ ხელს განკარგულებას საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომელსაც პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე მიიღებს“, — განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

კითხვაზე, ემუქრება თუ არა ლიეტუვას რამე საფრთხე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არა, რადგან ის ნატოს წევრია.

პრეზიდენტ ნაუსედას განცხადებით, ევროკავშირის სანქციები არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ რუსეთს, არამედ ბელარუსსაც, სადაც მოსკოვმა 30 000-მდე ჯარისკაცი განათავსა და საიდანაც ასევე ახორციელებენ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან შეზღუდვებს ლიეტუვის მოქალაქეებისთვის.

”ჩვენ უნდა შევუქმნათ პირობები სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ რეაგირება მოახდინონ ინფრასტრუქტურის სფეროში არსებულ სიტუაციებზე, გამოიყენონ სახელმწიფო სარეზერვო ფონდი”, — თქვა მან.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მოლდოვაშიც.

ამავდროულად, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთთან ერთად, მოითხოვეს ნატოს მე-4 მუხლის ამოქმედებას მოკავშირეთა ერთობლივი კონსულტაციების შესახებ.


დღეს დილით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. არის მსხვერპლიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი