მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მისი განცხადებით, მოლდოვა მზადაა მიიღოს ათობით ათასი ლტოლვილი უკრაინიდან.

„ჩვენ დავეხმარებით იმ ხალხს, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება“, – განაცხადა სანდუმ.

რუსეთი უკრაინას თავს დღეს დაესხა.

პარალელურად, რუსეთმა მოლდოვაში, დნესტრისპირეთში (ტრანსნისტრიაში) დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე წვრთნების დაწყების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.