ახალი ამბებიკომენტარი

თბილისი რუსეთის უკრაინაში შეჭრას ჯერ არ გამოხმაურებია

24 თებერვალი, 2022 • 2131
თბილისი რუსეთის უკრაინაში შეჭრას ჯერ არ გამოხმაურებია

დღეს, 24 თებერვალს, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ომის დაწყებას უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მთავრობის ლიდერები, თუმცა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე (10:28) არ გაუკეთებიათ. შეტევის დაწყებიდან რამდენიმე საათია გასული.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ისე მთავრობის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს. სამივე უწყებაში გვიპასუხეს, რომ თუ განცხადებები გაკეთდება, შეგვატყობინებენ.


დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი