ახალი ამბები

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თევზაძე პრეზიდენტის მრჩევლად დანიშნეს

23 თებერვალი, 2022 •
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თევზაძე პრეზიდენტის მრჩევლად დანიშნეს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მრჩევლად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

თევზაძე ზურაბიშვილის მთავარი მრჩეველი იქნება სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში. ამ თანამდებობაზე ის მიმდინარე წლის 21 თებერვალს დანიშნეს.

დავით თევზაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი 1998-2004 წლებში იყო. 2004 წელს კი ნატოში საქართველოს ელჩის პოზიციას იკავებდა.

2004-2005 წლებში სტრატეგიული კვლევების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, 2017 წლიდან კი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველია.

1998-2004 წლებში დავით თევზაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, 2004 წელს – საქართველოს ელჩი NATO-ში. 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კვლევების ჯგუფს. დათხოვილია თადარიგში 2004 წლიდან. 2017 წლიდან  იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი