საზოგადოება

პუტინმა დააკონკრეტა, რა „საზღვრებში“ აღიარეს დონეცკი და ლუგანსკი

22 თებერვალი, 2022 • 2764
პუტინმა დააკონკრეტა, რა „საზღვრებში“ აღიარეს დონეცკი და ლუგანსკი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ საზღვრები უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვარს ემთხვევა, იტყობინება „ინტერფაქსი“.

„ჩვენ ვაღიარეთ ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და, შესაბამისად, ვაღიარეთ მათი ფუნდამენტური დოკუმენტები, მათ შორის კონსტიტუცია. კონსტიტუციაში კი საზღვრები ემთხვევა ოლქების უკრაინაში ყოფნის დროს არსებულ საზღვრებს“, – ხსნის იგი.

თუმცა,პუტინი ამბობს, რომ საზღვრების დადგენა უკრაინასთან მოლაპარაკებისას უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ამჟამად ასეთი მოალაპარაკებების ჩატარება შეუძლებელია.


გუშინ, 21 თებერვალს, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ აღიარების შემდეგ, არ იყო ცხადი, თუ კონკრეტულად რა საზღვრებში აღიარა ისინი მოსკოვმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი