ეროვნული ბანკი გიორგი ბრწყინვალის საკოლექციო მონეტებზე წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს.
გიორგი ბრწყინვალის მონეტა სერიის „საქართველოს მეფეები“ ნაწილია. მონეტების გამოშვება 2023 წელსაა დაგეგმილი და მათი ზუსტი ღირებულება გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.
მონეტებზე წინასწარი შეკვეთები მიიღება მხოლოდ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით, 2022 წლის 9 თებერვლის 10:00 საათიდან 2022 წლის 16 თებერვლის ჩათვლით. წინასწარი შეკვეთისთვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ ავტორიზაცია ინტერნეტ-მაღაზიის ვებგვერდზე – https://moneymuseum.nbg.gov.ge და განათავსონ შეკვეთა.
მონეტების წინასწარი შეკვეთისას, მომხმარებელმა ინტერნეტ-მაღაზიის ვებგვერდზე წინასწარ უნდა გადაიხადოს ვერცხლის მონეტისთვის – 50 ლარი, ხოლო ოქროს მონეტისთვის – 1000 ლარი, რაც მონეტის სრული სარეალიზაციო ღირებულების შემადგენელი ნაწილია.