ახალი ამბები

კატარი აშშ-ის ნატოს არაწევრი ძირითადი მოკავშირე გახდება – ბაიდენი

1 თებერვალი, 2022 •
კატარი აშშ-ის ნატოს არაწევრი ძირითადი მოკავშირე გახდება – ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, კატარი ქვეყნის ნატოს არაწევრი, ძირითადი მოკავშირე გახდება.

მან ეს განცხადება კატარის ამირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამადთან გააკეთა.

ბაიდენმა შეხვედრაზე კატარი მოიხსენია, როგორც „კარგი მეგობარი და სანდო პარტნიორი“ და შეიხს მადლობა გადაუხადა ამერიკა-კატარის პარტნიორობისთვის.

სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის კატარი იქნება მეორე ქვეყანა, ქუვეითის შემდეგ, რომელიც აშშ-ის ძირითადი პარტნიორი გახდა.

თამიმის ვიზიტი ვაშინტრონში უკრაინის კრიზისის პარალელურად განხორციელდა.

წინა კვირას თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბაიდენი კატარის ამირთან განიხილავდა ენერგიის გლობალური მიწოდების სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხსაც. ამჟამად ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსული ენერგიის წყაროებზე, რაც შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბება, ან რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რასაც, დასავლელი ლიდერების თანახმად, რუსეთისადმი დაწესებული სანქციები მოჰყვება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი