ახალი ამბები

ზურაბიშვილი ენმ-ის მიერ ბოიკოტის შეყწვეტას მიესალმება

31 იანვარი, 2022 • 921
ზურაბიშვილი ენმ-ის მიერ ბოიკოტის შეყწვეტას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას.

„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას.

დემოკრატიული პროცესისათვის აუცილებელია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს საკუთარი ამომრჩევლის ნებას და გამოიყენოს ის ნდობა და მანდატი, რომელიც მინიჭებული აქვს არჩევნების საფუძველზე“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პოლარიზაციის დაძლევის პროცესი ასევე მოითხოვს იმასაც, რომ – „პარლამენტში სრულად იყოს ათვისებული პოლიტიკური დებატების, დიალოგისა და დისკუსიის სივრცე“.


დღეს, 31 იანვარს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარტლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა.

ენმ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და სადეპუტატო მანდატების გაუქმებას ითხოვდა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები პარლამენტში 2021 წლის 8 ივნისს შევიდნენ. თუმცა, შესვლიდან 1 თვეში, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, პარტიამ ისევ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

მასალების გადაბეჭდვის წესი