ახალი ამბები

რუსთავში რაც მოხდა, სააკაშვილისა და გახარიას პარტიების ქორწინებაა – მდინარაძე

31 იანვარი, 2022 • 1066
რუსთავში რაც მოხდა, სააკაშვილისა და გახარიას პარტიების ქორწინებაა – მდინარაძე

მამუკა მდინარაძის თქმით, რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარედ პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის არჩევა შეიძლება შეფასდეს, როგორც გახარიას და სააკაშვილის „პოლიტიკური ქორწინება“.

„რაც სამეგრელოს ორ რეგიონში მოხდა, იგივე დაფიქსირდა რუსთავშიც. ამას რეგიონებში უწოდებენ სააკაშვილისა და გახარიას პარტიების პოლიტიკურ ქორწინებას, რეალურადაც ასეა – მათი კოალიცია საბოლოოდ შედგა. რუსთავშიც გადაწყვიტეს, რომ ისინი ერთად იქნებიან, მათ ერთმანეთი აირჩიეს, მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გახარიას პარტიის წარმომადგენლებს და ასეთ შეთანხმებაში არიან დღეს რუსთავშიც“, – აცხადებს მდინარაძე.

ის დასძენს, რომ როდესაც ვიღაცებს სჯეროდათ, რომ „ერთ ქალაქში, ერთ სასტუმროში შეიძლება დაემთხვეს ორი ადამიანი, თუ განსაკუთრებით ესენი არიან გახარია და სააკაშვილი – ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს, ჩვენ ამის არ გვჯეროდა, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს. და დღეს დასტურდება, რომ ასეთი დამთხვევები არ ხდება, მათი პოლიტიკური კოალიციით და ერთმანეთის მხარდაჭერით“.


რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი ნოდარ შეროზია გახდა. დღეს რუსთავში ასევე აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე.

პირველი მოადგილე ნაციონალური მოძრაობის წევრი ალექსანდრე ბერიძე გახდა, ხოლო მოადგილე- ისევ პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ზაზა ჯაიანი.

რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გახდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი