ახალი ამბები

ბანგლადეში რომ არ აპირებს უკრაინასთან ომს, ისედაც ცხადია – დავითულიანი რეზოლუციაზე

31 იანვარი, 2022 • 1111
ბანგლადეში რომ არ აპირებს უკრაინასთან ომს, ისედაც ცხადია – დავითულიანი რეზოლუციაზე

“ბანგლადეში რომ არ აპირებს უკრაინასთან ომს, მგონი, ეს ისედაც ცხადია”, – ასე განმარტავს “ქართული ოცნების” წევრი ბექა დავითულიანი მისი გუნდის მიერ შექმნილ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის არხსენებას.

მისი თქმით, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში საკუთარი პოზიციის “აგრესიულად გამოხატვა”  პატრიოტიზმის დამტკიცება ჰგონიათ.

“საქართველოს პარლამენტი არის პირველი პარლამენტი მთელ მსოფლიოში, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას იღებს. ამ რეზოლუციის შინაარსში ყველაფერი წერია იმისთვის, რომ უკრაინაში ომი დაშვებული არ იქნას და ეს რეზოლუცია უკრაინაში მშვიდობის მხარდამჭერი რეზოლუციაა.

რაც შეეხება სიტყვა „რუსეთის“ ჩაწერა-არჩაწერას, ბანგლადეში რომ არ აპირებს უკრაინასთან ომს, მგონია, ეს ისედაც ცხადია.

მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს თითქოს გული სწყდებათ, რომ ეს კონფლიქტი აქ არ არის და ჰგონიათ, რომ ამ კონფლიქტში საკუთარი პოზიციის აგრესიულად გამოხატვა არის პატრიოტიზმის დამტკიცება. მე ასე არ მგონია, უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფა არის ერთადერთი რამე, რაც შედის უკრაინის, რეგიონის და მათ შორის საქართველოს ინტერესებში და არა ომის დაწყება და ამ ომში თუნდაც გამარჯვება, რისი შანსებიც ძალიან ცოტაა”, – განაცხადა დავითულიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი