ახალი ამბები

ოპოზიცია უკრაინის ელჩს : „რეზოლუცია არ გამოხატავს ჩვენს პოზიციას“

27 იანვარი, 2022 • 1241
ოპოზიცია უკრაინის ელჩს : „რეზოლუცია არ გამოხატავს ჩვენს პოზიციას“

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდნენ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით, ელჩს უთხრეს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის, „არ გამოხატავს არც ოპოზიციზიური პარტიების და არც ქართველი ხალხის პოზიციას“.

„გვქონდა შეხვედრა ბატონ ელჩთან. ჩვენ კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ იმ ვარიანტს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს შემოთავაზებული. ეს ვარიანტი არ ახსენებს ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას, აგრესიის ნამდვილი წყაროს ვინაობას. „ქართული ოცნების“ კაპიტულანტური საგარეო პოლიტიკა გრძელდება და ასახულია რეზოლუციის ტექსტშიც. შესაბამისად, ჩვენ ახლა ინტერფრაქციულ ოპოზიციურ ფორმატში ვისმჯელებთ იმის თაობაზე, როგორ მივაღწიოთ უკეთესი ვარიანტის მიღებას, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი უარესად არ იქნას მომსპარი „ქართული ოცნების“ მიერ“, — განაცხადა, თავის მხრივ, „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

„ასეთ დროს ჩვენი მხარდაჭერის ხმა უნდა მივაწვდინოთ და ინფორმაციაც მოვიპოოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, უკრაინისგან, რომელიც მაგალითს იძლევა, როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის. ჩვენი ბედი პირდაპირ მიბმულია იმაზე, რა მოხდება უკრაინაში“, — განაცხაადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ. მისი პარტია არ მონაწილეობს რეზოლუციის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიებში და მიიჩნევს, რომ მნიშნელოვანია არა რეზოლუცია, არამედ აქტიურობა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე.

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რუსეთი ნახსენები არაა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი