ახალი ამბები

ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

20 იანვარი, 2022 • 1142
ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი – მაკო მაჭარაშვილი გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია მან ნეტგაზეთს დაუდასტურა.

მაჭარაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ ფოსტით აცნობეს და ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა: „ჩვენი გუნდი მათთვის მიუღებელია“.

მისივე თქმით, მუზეუმში არ დადიოდა მას შემდეგ, რაც მუზეუმიდან ფერწერისა და გრაფიკის კურატორი ნინო ხუნდაძე გაათავისუფლეს.


ხელოვნების მუზეუმიდან უკვე გაათავისუფლეს არაერთი თანამშრომელი, მათ შორის, კურატორები – ნანა ბურჭულაძე, ნინო ჩიხლაძე და ნინო ხუნდაძე.

როგორც ნანა ბურჭულაძემ ნეტგაზეთს უთხრა, სამივე გათავისუფლებული იყო ხელმომწერი პეტიციისა, რომელსაც ერქვა „ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად“,  და ითხოვდა მუზეუმში მიმდინარე პროცესების მაქსიმალურ გამჭვირვალობას, მაღალკვალიფიციურ, კვლევაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და პარლამენტის მხრიდან პროცესის მაქსიმალურ კონტროლს.

კულტურის სამინისტრო გათავისუფლებებს რეორგანიზაციით ხსნის.

ვრცლად:

ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლები ისევ გაუშვეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი