ახალი ამბები

თუ სადმე სააკაშვილს ყოფნა გაუჭირდება ფსიქოლოგიურად, მონასტერია – კობახიძე

20 იანვარი, 2022 • 1896
თუ სადმე სააკაშვილს ყოფნა გაუჭირდება ფსიქოლოგიურად, მონასტერია – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ საააკშვილის შინაპატიმრობასთან დაკავშირებით მიტროპოლიტ ნიკოლოზის შეთავაზება „განხილვას არ ექვემდებარება“.

მისი თქმით, სინამდვილეში, სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარია, რადგან მუდმივად ისეთ რამეებს ითხოვს, რაც მას არ ეკუთვნის.

„რაც შეეხება შინაპატიმრობას, აქ საკითხი არის სამართლიანობა. იმისათვის, რომ სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი იქ, სადაც იხდიან სხვა პატიმრები. ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულება, ეს არის ჩვენი მიდგომა. თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თან მოუნანიებელი“, – განაცხადა კობახიძემ.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ხელისუფლებას სთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი მის ეპარქიაში შინაპატიმრობაში მოიხადოს. ამის შესახებ მან გუშინ, 18 იანვარს, „ჯორჯიან თაიმსთან“ ისაუბრა.

მიტროპოლიტის თქმით, მისი ეპარქია ბუნებრივადაც დაცულია, თუმცა ხელისუფლებამ სააკაშვილი შესაბამისი დაცვით უნდა უზრუნველყოს.

როგორც სასულიერო პირი ამბობს, სააკაშვილის ეპარქიაში გადაყვანა ბევრ პრობლემას მოხსნიდა.

შემიძლია სააკაშვილს ჩემს ეპარქიაში გამოვუყო სივრცე შინაპატიმრობისთვის – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

მასალების გადაბეჭდვის წესი