ახალი ამბები

შემიძლია სააკაშვილს ჩემს ეპარქიაში გამოვუყო სივრცე შინაპატიმრობისთვის – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

19 იანვარი, 2022 • 1470
შემიძლია სააკაშვილს ჩემს ეპარქიაში გამოვუყო სივრცე შინაპატიმრობისთვის – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ხელისუფლებას სთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი მის ეპარქიაში შინაპატიმრობაში მოიხადოს. ამის შესახებ მან გუშინ, 18 იანვარს, „ჯორჯიან თაიმსთან“ ისაუბრა.

მიტროპოლიტის თქმით, მისი ეპარქია ბუნებრივადაც დაცულია, თუმცა ხელისუფლებამ სააკაშვილი შესაბამისი დაცვით უნდა უზრუნველყოს.

როგორც სასულიერო პირი ამბობს, სააკაშვილის ეპარქიაში გადაყვანა ბევრ პრობლემას მოხსნიდა.

„ყოფილა ასეთი შემთხვევებიც, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსჯია ქვეყანას თავისი პირველი პირისთვის, რუმენითში იყო, უგანდაში… რაც მე ვიცი, და მიუხედავა ამისა, ასეთი პრეზიდენტებიც კი შინაპატიმრობაში იყვნენ.

მე აქედანაც კიდევ ერთი განცხადება მინდა გავაკეთო, ჩვენს ხელისუფლებას მივმართო, რომ მე, მაგალითად, პირადადაც თანახმა ვარ, რომ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შემიძლია გამოვყო რაღაცა სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს და, მგონი, ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის, ვთქვათ, შინაპატიმრობაში გადმოიყვანონ, მთელი სიმკაცრით.

ბუნერბივად არის დაცული ჩემი ეპარქია… არა, ეს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დაცვაც და ყველაფერი… მე ვთავაზობ ხელისუფლებას ამას. ყველანაირად ვითანამშრომლებდი ხელისუფლებასთან იმაზე, რომ ყველა პირობა, რაც წესი და რიგია, იყოს დაცული“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი