ახალი ამბები

„დარიანის“ შესწორებული ვერსიის გამოსაცემად ₾16 817 რამდენიმე საათში შეგროვდა

19 იანვარი, 2022 • 1982
„დარიანის“ შესწორებული ვერსიის გამოსაცემად ₾16 817 რამდენიმე საათში შეგროვდა

წიგნის „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ შესწორებული ვერსიის გამოსაცემად შემოწირულებები, 16 817 ლარი რამდენიმე საათში შეგროვდა.

მანამდე საინიციატივო ჯგუფი ამბობდა: სულ შესაგროვებელია 12560 ლარი.

საინიციატივო ჯგუფი გეგმავს, რომ წიგნი „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ ხელახლა გამოიცეს. ამ პროცესის მხარდასაჭერად გროვდება შემოწირულებები.

საუბარია ლიტერატურული მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნზე. ამ მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრომ წიგნის მთელი ტირაჟის გადაცემა მოითხოვა.

ვრცლად :

ბაქრაძე: სამინისტრო დარიანის გაყიდული წიგნების დაბრუნებას გვთხოვს, რაც შეუძლებელია

მასალების გადაბეჭდვის წესი