ახალი ამბები

პრემია „თავისუფალი ლიტერას“ მოკლე სიის შემადგენლობა ცნობილია

17 იანვარი, 2022 • 1649
პრემია „თავისუფალი ლიტერას“ მოკლე სიის შემადგენლობა ცნობილია

პრემია „თავისუფალი ლიტერას“ მოკლე სიის შემადგენლობა.  „საქართველოს პენცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით შემდეგი ნომინაციებია:

 წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  • ალეკო შუღლაძე – „ლაბირინთი მანუელისთვის “, გამომცემლობა „პალიტრა L“
  • რუსუდან რუხაძე – „სიყვარულის წონა“, გამომცემლობა „ინტელექტი“

 წლის საუკეთესო რომანი:

  • შოთა იათაშვილი – „დამწყები“, გამომცემლობა „პალიტრა L“
  • ქარდა ქარდუხი – „ჰერმესის დახლიდარები“, გამომცემლობა „პალიტრა L“
  • თამთა მელაშვილი – „შაშვი შაშვი მაყვალი“, „სულაკაურის გამომცემლობა“
  • ეკატერინე ტოგონიძე – „შინ – შენ“, „სულაკაურის გამომცემლობა“
  • ბექა ქურხული – „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  • თეონა დოლენჯაშვილი – „ჩიტი არ გამოფრინდება“, გამომცემლობა „ინტელექტი“

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  • ნათია გიორგაძე – „ხმის მატარებელი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  • ბესიკ ხარანაული – „ეჰ, ბესარიონ“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  • ბათუ დანელია – „თოვლის ტენორი“, გამომცემლობა „პეგასი“
  • ბელა ჩეკურიშვილი – „ნანას ცხენი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  • ეკა ქევანიშვილი – „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  • გიორგი შონია – „რობოტების ყვავილები“, გამომცემლობა „ინტელექტი“

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

  • როსტომ ჩხეიძე – „მუხა უდაბნოში“, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება
  • ვახტანგ ჯავახაძე – „გალაკტიონის გარეშე“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  • ბიძინა მაყაშვილი – „ბლუზი მტკვრის პირას“, „სულაკაურის გამომცემლობა“
  • არჩილ ქიქოძე – „ნორვეგიული დღიური“, სულაკაურის გამომცემლობა
  • ზვიად კვარაცხელია – „დარეკე! დაუბარე!“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  • ლადო ფოჩხუა – „ენიკი ბენიკი“, გამომცემლობა „ინდიგო“
  • ალექსანდრე მიქაბერიძე, ნიკა ხოფერია – „ნაპოლეონი (51 კითხვა და ამდენივე პასუხი)“ – გამომცემლობა „არტანუჯი“

წლის საუკეთესო დებიუტი:

  • ნანა აბულაძე – „აკუმი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  • ანდრო დადიანი – „განსაწმენდელი“, გამომცემლობა „კალმოსანი“
  • ლევან გელაშვილი – „ჩემი, შენი და როსტევან მეფის თავგადასავალი“, „აკადემიური წიგნი“
  • ირინე ტაბაღუა – „ტელეფას ცხვარი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  • ელენე კვირკველია – „წყვეტა“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  • თამარ არდიშვილი – „დიოფიტები“, გამომცემლობა „ინტელექტი“

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

  • თეონა ჭანიშვილი – იაკი კაბე „ამაღლების ქუჩა“, გამომცემლობა „არტანუჯი“
  • მაკა ზედელაშვილი – ჯორჯ მარტინი „ღამეში მფრენნი“, გამომცემლობა „პალიტრა L“
  • ნატალია ავალიანი – შოთა იათაშვილი „დამწყები“, გამომცემლობა „პალიტრა L“
  • ია გაბუნია – ლადო კილასონია „ჩემი ბავშვობის უცხო მუზეუმში“, „სულაკაურის გამომცემლობა“

„ლიტერას“ ჩაშლის შემდეგ „თავისუფალი ლიტერა“  მწერალთა მხარდასაჭერად  ერთჯერად შექმნილი ალტერნატიული კონკურსია, რომელიც 70-ზე მეტ მწერალს აერთიანებს.

“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ, თუმცა კონკურსი 2021 წელს, მწერლებისა და გამომცემლობების ნაწილის პროტესტის შემდეგ ჩაიშალა.

„თავისუფალი ლიტერას“ შექმნის მიზანი კი  „ლიტერას“ ფორმატის გამეორება და კულტურის სამინისტროსგან „მიმდინარე ცენზურის მცდელობით დაზარალებული სამწერლო პროცესის გაძლიერებაა“.

პენცენტრის თქმით, ლიტერას ნაცვლად მწერალთა მხარდამჭერ კონკურსს ჩაატარებს

მასალების გადაბეჭდვის წესი