ახალი ამბები

გაფიცული სოცაგენტები აქციას მართავენ

17 იანვარი, 2022 • 1309
გაფიცული სოცაგენტები აქციას მართავენ

ხელფასების მომატებით მოთხოვნით გაფიცულმა სოციალურმა აგენტებმა დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე სოცაგენტებმა გაფიცვა დღეს დილას დაიწყეს.

გაფიცულების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ დაანონსა ხელფასების მატება, ეს საკმარისი არ არის, რადგან მატება არ აღემატება 60%-ს.  სოციალური აგენტები ამბობენ, რომ სამინისტროს მიმართ უნდობლობა აქვთ, რადგანაც, მათი თქმით, ხელფასების გაზრდის დაპირება მანამდეც მიიღეს, თუმცა მატებამ მხოლოდ 120 ლარი შეადგინა.

სოცაგენტების გაფიცვა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე სოცაგენტებმა დღეს დილით გამართულ ზუმშეხვედრაზე განაცხადეს, რომ იფიცებიან.

„ჩვენ ვიფიცებით, რათა გვქონდეს ღირსეული ანაზღაურება. ჩვენ არ შევეგუებით დანაშაულებრივად დაბალ ხელფასებს. 200-300 ლარზე ჩვენ არ ვიმუშავებთ, არ შევეგუებით იმ უკანონო, ერთთვიან ხელშეკრულებებს, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფორმებს“ ,— აცხადებენ გაფიცულები.

სოციალური აგენტები გაიფიცნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი