ახალი ამბები

სოცაგენტების ანაზღურება გაიზარდა, ხელშეკრულებები გახანგრძლივდა – ჯანდაცვა

1 ივლისი, 2020 • 931
სოცაგენტების ანაზღურება გაიზარდა, ხელშეკრულებები გახანგრძლივდა – ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზრდება და მათთვის სამგზავრო თანხის სახით გამოყოფილი ანაზღაურება 250 ლარი გახდება.

უწყება ამბობს, რომ 100 ლარით გაიზრდება უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება და ამიერიდან ის 550 ლარს შეადგენს.

“6 თვემდე გაიზარდა სოცაგენტებისთვის ხელშეკრულების ვადებიც, ხოლო წლის ბოლოდან მათ ნაწილს 1-წლიანი, ნაწილს კი უვადო ხელშეკრულებები გაუფორმდება”, – ამბობს უწყება და ამატებს, რომ ამ ანაზღაურებას დაემატება სოცაგენტების მიერ გამომუშავებული თანხაც.

რაც შეეხება თავად სოციალურ აგენტებს, მათ ნაწილს დღეს სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა აქვს. „სოლიდარობის ქსელის“ იურისტი, დავით ომსორაშვილი, რომელიც აგენტებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს, ამბობს, რომ ჯერჯერობით გაიფცვის საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

მისი განმარტებით, უახლოეს მომავალში სოციალური აგენტები ერთობლივად გადაწყვეტენ სამომავლო ნაბიჯებს, მას შემდეგ, რაც სამინისტროსგან თუნდაც ამ მოთხოვნების შესრულების შესახებ გარანტიებს მიიღებენ.

პარალელურად, იურისტი გვიყვება, რომ სამინისტროთან მოლაპარაკებების დროს, პროფკავშირების წარმომადგენელს უწყება დასწრების საშუალებას არ აძლევს, რაც პროფკავშირების დისკრედიტაციას ნიშნავს.


90-მდე სოციალურმა აგენტმა რამდენიმე დღის წინ გაფიცვა დააანონსა. მათ მოთხოვნებს შორის იყო 80-ლარიანი ფიქსირებული ხელფასის გაზრდა, ერთთვიანი ხელშეკრულების უვადოდ შეცვლა და ტრანსპორტისთვის თანხის ცალკე გამოყოფა.

ფიქსირებული ხელფასი 80 ლარი, ერთთვიანი კონტრაქტები და სხვა – სოცაგენტები გაფიცვას გეგმავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი